Робота для біженців з України
პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ოპტიმისტი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
ოპტიკური კომპანია "ოპტიმისტი" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან არსებობს. 11 წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში.

კომპანიის პრიორიტეტი არის ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.

შემოუერთდით ჩვენს გუნდს პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:30-18:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეხვედრების ორგანიზება და დასწრება.
** წერილების მიღება/გაგზავნა და თარგმნა.
** კორესპონდენცია/კომუნიკაცია ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან.
** ონლაინ კომუნიკაცია მომხმარებელთან.
** საოფისე ადმინისტრაციულ საკითხებში ჩართულობა.
** სხვა ადმინისტრაციული საქმიანობის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** უმაღლესი განათლება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** დროის მართვის უნარი.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანია "ოპტიმისტი" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@optimist.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი).

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე