|
დასახელება:
ტრენინგი გადასახადების მიმართულებით
|
| მომწოდებელი:
აწარმოე საქართველოში
|
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
"აწარმოე საქართველოში" აცხადებს ტრენინგს გადასახადების მიმართულებით.
დღე I - საგადასახადო კანონები და რეგულაციები
სესია I (10:00 - 12:00)
** საქართველოს საგადასახადო სისტემის გაცნობა (სახელმწიფო რეგულაციები, გადასახადების კლასიფიკაცია)
** როგორ მუშაობს საგადასახადო სისტემა ბიზნესისთვის
** გადასახადის გადამხდელის მოვალეობები
** გადასახადების სახეები, მათი განაკვეთები და წარდგენის ვადები
** სავალდებულო საგადასახადო დეკლარაციები და მათი წარდგენის მექანიზმები
** საგადასახადო ადმინისტრაცია:
** ფინანსთა მინისტრის #996 ბრძანების ზოგადი მიმოხილვა (საგადასახადო ადმინისტრაციის წესები)
** რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის პორტალზე (rs.ge)
შესვენება (12:00 - 12:30)
სესია II (12:30 - 14:30)
** საგადასახადო აუდიტი და ხანდაზმულობის ვადის შესახებ
** შეუსრულებლობის ჯარიმები
** საგადასახადო დავა და საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები
** რჩევები, თუ როგორ მოვემზადოთ შემოსავლების წყაროების აუდიტისათვის - RS-ზე
დღე II - საგადასახადო პროცედურები ორგანიზაციაში და საგადასახადო დაგეგმვა
სესია I (10:00 - 12:00)
** საშემოსავლო გადასახადი
** მოგების გადასახადი
შესვენება (12:00 - 12:30)
ხანგრძლივობა
4.5 საათი (4 დღე)
ტრენერი
თეონა პაპიაშვილი
სესია II (12:30 - 14:30)
** ქონების გადასახადი
** იმპორტის გადასახადი
** ინდუსტრიის შესაბამისი საგადასახადო რისკებისა და შეღავათების შესახებ კონსულტაცია
** საგადასახადო შესაბამისობის რისკის მართვა
** ოპტიმალური საგადასახადო ადმინისტრირება და აღსრულება
** საგადასახადო დაგეგმვის საფუძვლები
** საგადასახადო დაგეგმვა, გადასახადებისგან თავის არიდება და გადასახადების მართვა
** საგადასახადო სახელმძღვანელოები არასტანდარტული ოპერაციების შესახებ
** საგადასახადო შეთანხმება, მოსაკრებლები და საგადასახადო შეღავათები
დღე III - საერთაშორისო გადასახადების პრინციპები, დღგ-სთან და საბაჟოსთან
დაკავშირებული გადასახადები, სხვა საგადასახადო შეღავათები (I)
სესია I (10:00 - 12:00)
** საერთაშორისო საგადასახადო გარემო
** დღგ-სა და გადასახადის დაკავების როლი საერთაშორისო დაბეგვრაში
** სატრანსფერო ფასი
** ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების გზები
შესვენება (12:00 - 12:30)
სესია II (12:30 - 14:30)
** დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) და საბაჟო გადასახადების გაცნობა
** დასაბეგრი თანხა - დღგ-ის განაკვეთები და შეღავათები
** საგადასახადო შეღავათები თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (FIZ) კომპანიებისათვის
** შეღავათები IT კომპანიებისთვის
დღე IV - საგადასახადო შეღავათები (II)
სესია I (10:00 - 12:00)
** შეღავათები ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან როგორც მიკრო, მცირე მეწარმეები ან ფიქსირებული გადასახადის სტატუსის მქონე პირები
** შეღავათები ტურისტული საწარმოებისთვის
** ბიზნესის რეორგანიზაციის შედეგად საგადასახადო შეღავათები
შესვენება (12:00 - 12:30)
სასწავლო კურსის სწავლების შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შედეგად შეძლებენ:
** საგადასახადო რეგულირების სისტემის სახელმწიფო და ადგილობრივი კონტექსტის და მისი თავისებურებების გააზრებას
** გადასახადების ეფექტურად დაგეგმვას და მართვას
** საგადასახადო და ხაზინის მართვის ძირითადი პრინციპების გაგებას
https://www.bdoacademy.edu.ge
მეილი: academy@bdo.ge
ტელ.: +995 591 047 087
რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ბმული
|
|
|
|