Робота для біженців з України
შოურუმის გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: სონნივა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
შპს "სონნივა ჯორჯია" "Sonniva Georgia" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ავეჯის მასალების, ფურნიტურისა და აქსესუარების ერთ-ერთ წამყვან იმპორტიორსა და დისტრიბუტორს.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გლობალური ბრენდებისგან და უზრუნველყოფს ავეჯის წარმოებისთვის საჭირო სრული სპექტრის მიწოდებას. ჩვენი მთავარი ღირებულება ხარისხი და საიმედოობაა, რასაც მყარი ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასაწყობე მეურნეობა განაპირობებს.

შპს "სონნივა ჯორჯია" აფართოებს გუნდს და ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ თანამშრომელს შოურუმის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმში მომხმარებლის დახვედრა და სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
** შოურუმში არსებული პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
** შეკვეთის გაფორმება და გაყიდვების პროცესის დასრულება;
** პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა და შოურუმში წესრიგის დაცვა;
** მიღებული პროდუქციის რაოდენობრივი შემოწმება და დასაწყობება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პირობებს:

** ანაზღაურება: 1800 ლარი (ხელზე ასაღები)
** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00 სთ (შაბათ-კვირა დასვენება)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების კვებას და ტრანსპორტირებას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV 2025 წლის 15 დეკემბრამდე ელ. ფოსტაზე: talentsourcecareers@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დამუშავდება შერჩევის პროცესის უზრუნველსაყოფად და გადაეცემა პოტენციურ დამსაქმებელს (შპს "სონნივა ჯორჯია"). თქვენი მონაცემები შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვით, რათა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიებზეც. CV-ის გამოგზავნით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას თქვენი მონაცემების დამუშავებასა და დამკვეთი კომპანიისთვის გაზიარებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე