Робота для біженців з України
დარბაზის ადმინისტრატორი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 46 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე ნატახტრის ფილიალში.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: 08:30-16:00 ან 09:00-16:30
დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე ურთიერთშეთანხმებით
ანაზღაურება: 1100-დან

მოვალეობები:

** დარბაზში პროდუქციის განლაგების/შევსების კონტროლი.
** საჭიროებისამებრ თანამშრომელთა სწავლება და მათ მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი.
** მომწოდებლებისგან პროდუქციის შესყიდვა
** გეგმიური ინვენტარიზაციების გაკეთება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია პროგრამა APEX-ის ცოდნა
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით:
https://zgapari.ge/career/

გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv1@zgapari.ge
მარკეტის გახსნის საორიენტაციო თარიღია: 20.12.2025-20.01.2026 წელი (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა.)

გაცნობებთ, რომ შპს "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე