Робота для біженців з України
აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აუდიტორი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
"ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

** აუდიტორის ფუნქცია მოვალეობები ცვალებადია და განისაზღვრება შიდა აუდიტის წლიურ გეგმაში დამტკიცებული, პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით;
** აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა; გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება
** კომპანიაში არსებული რისკების იდენტიფიცირების მეთოდებისა და პროცესების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპანიაში დანერგილი კონტროლის სისტემების ტესტირება, მათი ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება კომპანიის წინაშე არსებულ რისკებთან მიმართებაში; სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემების ტესტირება სისრულესა და სიზუსტეზე;
** განხორციელებული სამუშაოების შესახებ სამუშაო დოკუმენტების წარმოება და ა.შ.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების ან აუდიტის განხრით;
** სასურველია შიდა ან გარე აუდიტორად მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** 1C ERP-თან მუშაობის გამოცდილება. მაიკროსოფტის საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B1);
** კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირების და დროის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15.12.2025

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);. 577 36 23 08

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/Tj3fo8gdtF
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე