Робота для біженців з України
მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: მაინდსეტი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
მაინდსეტი - მარკეტინგული კომპანია http://www.minds.ge აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით/კვალიფიკაციის მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება განათლება მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით (მისაღებია როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრის ხარისხი)
** სარეკლამო ან მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენა მინიმუმ B2 დონეზე - სამუშაო და საკომუნიკაციო
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
** ციფრული მარკეტინგის საბაზისო ცოდნა, საკოორდინაციო დონეზე
** მრავალპროფილური პროექტების მართვის გამოცდილება (სასურველია)

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული და საკომუნიკაციო პროექტების დაგეგმვა და მართვა;
** ბრენდინგის/რებრენდინგის პროცესში სტრატეგთან ერთად ჩართულობა;
** დამკვეთებთან კომუნიკაცია
** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან
** სხვადასხვა სახის მარკეტინგული აქტივობების აღსრულება და კონტროლი
** მარკეტინგული ბრიფების მომზადება
** პროექტის ბიუჯეტირება, კონტროლი, რეპორტინგი
** ახალი იდეების/პროექტების ინიცირება

სასურველი პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელობა
** მაღალი მოტივაცია, პროფესიული განვითარების სურვილი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე კონცენტრირების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება

რას გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა (ტრენინგები, კონფერენციები, მენტორინგი);
** კარიერული ზრდის პერსპექტივა;
** მეგობრული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო;
** საინტერესო, მრავალფეროვანი პროექტები სხვადასხვა ინდუსტრიიდან.

გთხოვთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოგზავნოთ მისამართზე: info@minds.ge
სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე