Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: სამართლის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
"პალიტრა ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "სამართლის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და მისი შესაბამისობა კანონმდებლობასთან;
** კომპანიის უფლებების/ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა კერძო/საჯარო სამართლის კომერციულ და არაკომერციულ პირებთან, ადმინისტრაციულ/სახელმწიფო ორგანოებთან. კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლოში და სხვ. სუბიექტების წინაშე;
** შესრულებული საქმის რეპორტინგის წარმოება;
** იურიდიული დოკუმენტაციის შექმნა, კორექტირება, ანალიზი, რისკების შეფასება ან/და საჭიროებისამებრ ვიზირება/შეთანხმება; სამართლებრივი კონსულტაცია, სამართლებრივი სიახლეების გაცნობა/კლიენტების ინფორმირება;
** ხელმძღვანელის დავალებების/მითითებების შესრულება;
** შეხვედრებში, თათბირებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა ან/და ჩატარება;
** ახალი კლიენტების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ადვოკატის მოქმედი ლიცენზიის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** პროფესიონალიზმი და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების გადაჭრის, კონფლიქტების მართვისა და დავების ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** საკითხის დროული და ეფექტიანად გადაჭრის უნარი;
** კოლეგიალობა, გუნდური მუშაობის უნარი,

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30 სთ;
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქ. #49
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე