|
დასახელება:
დისტრიბუტორი
|
| მომწოდებელი:
შვეიცარიელი მცხობელი
|
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
|
კომპანია "Swiss Baker • შვეიცარიელი მცხობელი" ქართულ ბაზარზე 2002 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის, ტოსტის პურის, პანკოს და საფანელის წარმოება, რომლის რეალიზაციას ახდენს, სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებში, თბილისის მასშტაბით.
როლი:
დისტრიბუტორი უზრუნველყოფს პროდუქტის დროულ მიწოდებას ჩვენს პარტნიორ მაღაზიებსა და რესტორნებში თბილისის მასშტაბით და პასუხისმგებელია პროდუქტის ჩაბარება/დაბრუნების პროგრამულ აღრიცხვაზე.
თქვენი პასუხისმგებლობები:
** პროდუქტის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება
** პროდუქტის ჩაბარების აღრიცხვა ფინაში
** მაღაზიებსა და კლიენტებთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია პროდუქტზე
თქვენგან მოითხოვება:
** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომობილი (ბენზინის ხარჯი კომპანიას ვანაზღაურებთ)
** ასევე განიხილება კომპანიის ავტომობილი
** დროის სწორად განაწილების უნარი
** დარიგებული პროდუქტის პროგრამული ასახვა
** პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება საქმის მიმართ
** გამოცდილება დისტრიბუციაში ან კვების პროდუქტებთან მუშაობა - უპირატესობაა
ჩვენ გთავაზობთ:
ანაზღაურება:
** საკუთარი ავტომობილით - 1800 ლარი
** კომპანიის ავტომობილი - 1500 ლარი
სტაბილურ სამუშაო გრაფიკს (კვირაში 1 დასვენების დღე)
მაქსიმალურად თქვენზე მორგებულ გრაფიკს
კარიერულ ზრდას
ლოკაცია: თბილისი, ნუცუბიძის IV ფერდობი, 14 კორპუსი
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 13 03 32
|
|
|
|