შპს "Made To Make", ოფიციალური წარმომადგენელი და იმპორტიორი კომპანია ისეთი გლობალური ბრენდებისა, როგორებიცაა 3M, Coverguard, DuPont, Dunlop, Smirdex, Starline, Scott და სხვა.
გთავაზობთ ვაკანსიას საწყობის დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, იუმაშევის 19.
** სამუშაო განაკვეთი: კვირის სამუშაო დღეები: 10:00-18:30 სთ, შაბათი - 10:00-15:00 სთ.
** ანაზღაურება: 1750 ლარი გადასახადების ჩათვლით, ხელზე ასაღები 1400 ლარი. კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის უფროსის მიერ მიცემული მითითებების შესრულება;
** კომპანიის პროდუქციის კოდების გარჩევა-წაკითხვა;
** აუცილებელია ზედნადებთან მუშაობა;
** საწყობში შემოსული ტვირთის ჩამოცლა, დატვირთვა და საწყობში შესაბამის ადგილზე დალაგება;
** ზრუნვა საწყობის მოწესრიგებულ და დალაგებულ მდგომარეობაში ყოფნაზე;
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე arqivi.m2m@gmail.com.
გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება (საწყობის დამხმარე თანამშრომელი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.
კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით. გასაუბრების ადგილი - თბილისი, წერეთლის 41.
|