Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684694&print=yes&view=jobs
 
საწყობის ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თბილისი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
კომპანია "ტოიოტა ცენტრი თბილისი" არის "ტოიოტას" პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში, რომელიც საავტომობილო ბაზარზე, 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, "ტოიოტას" ბრენდის უახლესი მოდელების ავტომობილების ფართო არჩევანს, მხოლოდ ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს, ასევე ავტომანქანის მაღალ-პროფესიონალურ სერვისს, რომელიც ტოიოტას სერტიფიცირებული ხელოსნების მიერ ხორციელდება. "ტოიოტა ცენტრი თბილისის" შოურუმი და სერვისცენტრი, სრულად არის "ტოიოტას" საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზეა მორგებული.

"ტოიოტა ცენტრი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების საწყობის ოპერაციებს, განახორციელებს პროცესების სტანდარტიზაციას და უზრუნველყოფს "Toyota"-ს მაღალი ხარისხის მომსახურებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას.

პოზიციის მიზანი: საწყობის ოპერაციების მენეჯერი უზრუნველყოფს სათადარიგო ნაწილების საწყობის ეფექტურ, უსაფრთხო და გამჭვირვალე ოპერირებას. მისი მთავარი ამოცანაა სადაზღვევო, ფინანსურ და ოპერაციულ რისკებზე კონტროლი, პროცესების ოპტიმიზაცია, ინვენტარების სიზუსტის უზრუნველყოფა და გუნდის მართვა Toyota Way/Lean პრინციპების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

ოპერაციული მართვა

** საწყობის პროცესების სრული მართვა Toyota-ს სტანდარტების მიხედვით.
** ნაწილების მიღების, განთავსების, აღრიცხვისა და გაცემის პროცესების ზედამხედველობა.
** საწყობის ტერიტორიის დაცვის, უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველყოფა.
** საწყობის მართვის პრინციპების განსაზღვრა/პოლიტიკის შემუშავება.
** საწყობში შესვლის/გამოსვლის წესების ზედამხედველობა და კონტროლი.

ინვენტარის კონტროლი

** მარაგების სიზუსტის უზრუნველყოფა — დეფიციტებისა და დანაკლისის პრევენცია -მარაგების მინიმალური ნაშთების განსაზღვრა
** პერიოდული და გეგმიური ინვენტარიზაციების ხელმძღვანელობა.
** შეუსაბამობების დაფიქსირება, ანგარიშების მომზადება და რისკების დროული ესკალაცია.
** არასწორი შეკვეთების/არასაჭირო მარაგების იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტთან კომუნიკაცია.
** პროცესების გაუმჯობესება (Lean/Kaizen)
** საწყობის ოპერაციების ოპტიმიზაცია Lean პრინციპების გამოყენებით.
** SOP-ების (Standard Operating Procedures) შექმნა/განახლება და დაკვირვება შესრულებაზე.
** პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება და განხორციელება.

გუნდის მართვა

** საწყობის თანამშრომლების მართვა, დავალებების განაწილება და შესრულებაზე კონტროლი.
** თანამშრომლების განვითარების და ტრენინგის საჭიროებების განსაზღვრა.
** სამუშაო დისციპლინის და შრომის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფა.

რეპორტინგი და კომუნიკაცია

** ფინანსურ დეპარტამენტთან, სერვისთან და ნაწილების დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაცია.
** ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშგებების მომზადება.
** საკვანძო რისკების და პრობლემების დროული კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** საწყობის, ლოგისტიკის ან ოპერაციების მართვის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება.
** მართვის/მენეჯერული გამოცდილება სავალდებულოა.
** სასურველია ავტომობილების ნაწილების სპეციფიკის ცოდნა.
** Excel/ERP სისტემებთან მუშაობის კარგი ცოდნა.
** ISO 9001 და Lean პრინციპების ცოდნა ან პრაქტიკული გამოცდილება — უპირატესობაა.
** ინგლისური ენის მინიმუმ C1 დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები:

** ძლიერი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პროცესებზე ორიენტირებულობა
** მაღალი თვითდისციპლინა
** დეტალებზე ყურადღება
** ლიდერობა და საკომუნიკაციო უნარები
** პრობლემების პრევენციისა და გადაჭრის სწრაფი უნარი

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტაბილური დასაქმება საერთაშორისო ბრენდში - ტოიოტას გლობალური სტანდარტების შესაბამისად.
** ანაზღაურებადი ტრენინგები და შესაძლებლობა პროფესიული უნარების განვითარებისთვის.
** კარიერული ზრდის პერსპექტივას.
** სოციალური პაკეტი და თანამშრომელზე ორიენტირებული პირობები.
** თანამედროვე, კომფორტული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 15 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@toyota-tbilisi.com

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://toyota-tbilisi.com/

პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@toyota-tbilisi.com მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს კანდიდატის შერჩევის პროცესისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები.

ანიჭებთ შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მომავალში თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

დასაქმებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და ერთწლიანი ვადის გასვლისთანავე, შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში დაცულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 (032) 2 511, +995 0322 52 20 22, info@toyota-tbilisi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია