Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684680&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: მეგატექნიკა
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
"მეგატექნიკა" უკვე 29 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.

"მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Simfer, Electrolux, Philips, Whirlpool, Indesit, Acer და სხვა.

"მეგატექნიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი N140
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფიზიკური სამუშაოს შესრულებით;
** პროდუქციის მისაღებად საწყობის მოწესრიგება და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა;
** მოდელების მიხედვით შემოსული პროდუქციის დასაწყობება;
** პროდუქციის მიღებისა და გაცემის უზრუნველყოფა დადგენილი წესების შესაბამისად;
** მომხმარებლებზე პროდუქციის დროული გაცემა;
** საწყობის ინვენტარიზაციის პროცესებში აქტიური ჩართულობა.

კვალიფიკაცია და ძირითადი უნარები:

** საბაზისო განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება საწყობში;
** პასუხისმგებლობა`
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ფიზიკური გამძლეობა და აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სწრაფი ორიენტირების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

** სტაბილური სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "საწყობის თანამშრომლის - თბილისი"

გაცნობებთ, "შპს ომეგა" (ს/კ: 211334830, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გამსახურდიას გამზ., N11) დაამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის სერტიფიკატებს, დიპლომებს და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს) გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება კონკურსის დასრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გამოელექტრონულ ან/და ამობეჭდილი სახით. თუ მხარეთა შორის გაგრძეკდა შრომითი ურთიერთობა, მონაცემები ინახება შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია კომპანიისგან მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები" (ს/კ: 400402435), ელექტრონული ფოსტა: info@officers.ge

პირის მიერ რეზიუმის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ კომპანიისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ შპს "ომეგას" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია