Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684677&print=yes&view=jobs
 
გაყიდვებისა და რეზერვაციების დეპარტამენტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და რეზერვაციების დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო აფიშა
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო "აფიშა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და რეზერვაციების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება სასტუმროს მიზნებისა და სეზონურობის გათვალისწინებით.
** ახალი კორპორატიული კლიენტების იდენტიფიცირება და მოზიდვა.
** OTA პლატფორმების მართვა და მონიტორინგი.
** ფასების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა და yield მენეჯმენტთან კოორდინაცია.
** გაყიდვების ანგარიშგებების მომზადება და შედეგების ანალიზი.
** პარტნიორებთან კომუნიკაციის მაღალსტანდარტულად განხორციელება (ტელეფონი, ელ.ფოსტა, ონლაინ ჩატი).
** რეზერვაციების ზუსტი და ეფექტური დამუშავება PMS სისტემაში.
** ჯგუფური რეზერვაციების კოორდინაცია და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
** პარტნიორებთან მაღალი ხარისხის კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** რთული ან პრიორიტეტული შემთხვევების მართვა.
** უკუკავშირის შეგროვება და რეაგირება.
** გაყიდვებისა და რეზერვაციების გუნდის ხელმძღვანელობა, ტრენინგი და პროფესიული განვითარება.
** დეპარტამენტებს შორის კომუნიკაციის კოორდინაცია (ფრონტ ოფისი, ჰაუსქიფინგი, მარკეტინგი, ფინანსები).
** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და ოპტიმიზაციის რეკომენდაციები

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
** სასტუმროს გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა.
** საოფისე პროგრამებისა და სასტუმროს PMS სისტემების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** შედეგებზე ორიენტირებულობა.
** გუნდურობა.
** ანალიტიკური აზროვნება.
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** კვება.
** კორპორაციული ფასდაკლება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია