Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684676&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ოიში სუში
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
"Oishi Sushi" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გრაფიკი: 9 საათიანი ცვლა (დილა, შუადღე, საღამო)
ანაზღაურება: 1600-1800

ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი იაპონური რესტორანი, რომლის მთავარი მიზანია ქართულ ბაზარზე ჯანსაღი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იაპონური კერძების დამკვიდრება.

თუ ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და გაქვს ლიდერის თვისებები — ჩვენ გეძებთ!

ფილიალის მენეჯერი პასუხისმგებელია რესტორნის ოპერაციების შეუფერხებელ მუშაობაზე, გუნდის მართვაზე, მაღალ სერვის სტანდარტებსა და ეფექტურ შედეგებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის ყოველდღიური ოპერაციების მართვა, რესტორნის გახსნა/დახურვის ზედამხედველობა და სერვისის/HACCP სტანდარტების კონტროლი.
** დარბაზისა და სამზარეულოს გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ონლაინ და ადგილზე მიღებული შეკვეთების მონიტორინგი (Wolt / Glovo / Bolt), შეფუთვის სისწორისა და დროული გაცემის უზრუნველყოფა.
** თანამშრომლების ცვლების დაგეგმვა, დატვირთვის მართვა, ახალი პერსონალის სწავლება და სამუშაო ეთიკის/დისციპლინის კონტროლი.
** სალაროს, POS-ის, ნაღდი/უნაღდო ოპერაციების ფინანსური კონტროლი; ხარჯების, დანაკარგებისა და მარაგების ოპტიმიზაცია.
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, პროდუქტის მარაგის კონტროლი, ინვენტარიზაციის ჩატარება და დაზიანებების აღრიცხვა.
** სტუმართა კმაყოფილების უზრუნველყოფა, პრეტენზიების სწრაფი და კორექტული გადაწყვეტა და მაღალი ხარისხის მომსახურების შენარჩუნება.
** შიდა დოკუმენტაციის წარმოება, რეპორტინგი და ფილიალის ოპერაციული მდგომარეობის სათანადო ასახვა.

ვის ვეძებთ?

ჩვენი იდეალური კანდიდატი არის ადამიანი, რომელსაც:

** აქვს ლიდერული უნარები
** არის პუნქტუალური, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი
** აქვს ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვის უნარი
** შეუძლია ერთდროულად რამდენიმე პროცესის მართვა
** სტრესულ გარემოში სწორად აზროვნებს
** სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს
** არის დეტალებზე ორიენტირებული
** აქვს მომსახურების სფეროში მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება

სასურველი გამოცდილება:

** მინიმუმ 1-2 წელი გამოცდილება ფილიალის მენეჯერად / ან მსგავს პოზიციაზე.
** რესტორნის, სწრაფი მომსახურების ობიექტის ან რითეილ ქსელის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** HACCP/სანიტარული სტანდარტების ცოდნა სასურველია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: oishiops@gmail.com
სათაურში მიუთითეთ: " ფილიალის მენეჯერი "

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია