|
დასახელება:
კონდიტერი
|
| მომწოდებელი:
Kopi
|
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
"Kopi" — არის სივრცე, სადაც განსაკუთრებული ყავა, დიზაინი და თანამეგობრობა ერთიანდება. ჩვენ ვქმნით და ვავრცელებთ Specialty ყავის კულტურას ბათუმში, ყველასთვის, ვისთვისაც ყავა ნიშნავს უფრო მეტს — შთაგონებას, რიტუალს და სიამოვნებას.
კომპანია "KOPI" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: კონდიტერი.
ძირითადი მოვალეობები:
** იმოქმედოს საკონდიტროში არსებული სტანდარტების მიხედვით;
** აკონტროლოს პროდუქტების ვარგისიანობა;
** შეასრულოს საკონდიტროში არსებული ყოველდღიური პროცედურები;
** სისუფთავის ნორმების კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** შინაგანაწესის დაცვა.
მოთხოვნები
** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება კონდიტრის პოზიციაზე;
** კრეატიული და მოტივირებული;
** გუნდურად მომუშავე;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკის მიმართ;
** შეეძლოს დროის განაწილება;
** იყოს მოწესრიგებული და იცავდეს ჰიგიენურ ნორმებს;
** ემოციურად სტაბილური.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს.
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.
** თვითგამოხატვისა და განვითარების შესაძლებლობას.
** პროფესიული ზრდის მხარდაჭერას და გადამზადებას.
** მხიარული, მეგობრული და ინსპირაციული გარემოს
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლერმონტოვის 8
თუ მზად ხარ, შენი დღეები ყავის სურნელით და საინტერესო ადამიანებით გაავსო — ჩვენ შენ გეძებთ
გამოაგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: Espresso@kopiroastery.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "კონდიტერი".
|
|
|
|