Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი ხელზე ასაღები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მიღება-ჩაბარების დოკუმენტის საფუძველზე პროგრამული ოპერაციების წარმოება;
** დისტრიბუტორის ავტომობილზე შეკვეთის გადაწერა/დასრულება;
** მიღებული ხარჯის დროული და ზუსტი დამუშავება, გადაწერა სასაქონლე ზედნადების სახით;
** შიდა გადაზიდვის საბუთების აღრიცხვა, მოწესრიგება/აკინძვა როგორც დღიურად, ასევე ყოველთვიურად;
** ყოველდღიური/ყოველთვიური რეესტრის წარმოება გაყიდვების მაჩვენებლების მიხედვით;
** ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვადასხვა პროფილური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancyhr515@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ოპერატორი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე