Робота для біженців з України
შესყიდვების სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 5000 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შესყიდვებთან დაკავშირებული პოლიტიკის შექმნა;.
** კომპანიის შესყიდვებისა და მიწოდების სრული ციკლის ეფექტური დაგეგმვა/მართვა/კონტროლი;
** კომერციული და არაკომერციული შესყიდვების განხორციელება;
** პოტენციურ და არსებულ მომწოდებლებთან დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის შექმნა და განახლება საჭიროებისამებრ;
** ნაშთების კონტროლი, შეკვეთების ინიცირება და ანალიზი გაყიდვებისა და არსებული ნაშთიდან გამომდინარე (პროდუქციის დეფიციტისა და სიჭარბის თავიდან აცილების მიზნით);
** საჭიროების შემთხვევაში ჩამოსული პროდუქციის ექსპერტიზის უზრუნველყოფა;
** ფინანსური ანგარიშსწორების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და გადარიცხვების კონტროლი;
** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა, თითოეული შეკვეთისას ფასთა მოკვლევა;
** ტვირთის ტრანსპორტირებასთან (პროდუქციის განბაჟება, ჩამოცლა/დატვირთვა, საწყობში მიტანის კონტროლი) დაკავშირებული პროცესის სრული მონიტორინგის უზრუნველყოფა;
** საბაჟო სამსახურისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლო;
** ტენდერის პირობებით გათვალისწინებული ტექნიკური დავალების მიხედვით სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავება, თარგმნა და შესაბამისი საქონლის მოძიება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლ (ებ)ის მართვა, კონტროლი, მოტივაცია, განვითარებაზე ზრუნვა;
** შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების, პერიოდული რეპორტინგის მომზადება/წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საერთაშორისო შესყიდვების სფეროში მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია უცხო ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancyhr515@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (შესყიდვების სამსახურის უფროსი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე