Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Gold Way Group
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "GOLD WAY GROUP" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

https://goldway.com.ge/
https://www.facebook.com/goldwayco

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური დამკვეთების მოძიება;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის წარმართვა მომხმარებლებთან;
** შეხვედრების დაგეგმვა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და კვარტალური/წლიური მიზნების მიღწევა;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

სავალდებულო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა;
** Fitpass;
** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი რეზიუმე: https://buildsmart.ge/job-apply/gayidvebis-menejeri/3/b095a36694d4d8f1f91577ff8ac535f8

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე