Робота для біженців з України
მარკეტინგული პროექტების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგული პროექტების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** ვებინარების, ღია კარის დღეების და სხვა აქტივობების ორგანიზებაში ჩართულობა კონკრეტული პროგრამების პრომოციისთვის;
** ქართველი სტუდენტების/ აბიტურიენტების მოსაზიდად საჭირო სტრატეგიების შემუშავებასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;
** პირდაპირი მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გეგმის შექმნასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;
** აბიტურიენტების/პოტენციური სტუდენტების ბაზების შექმნა და მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;
** ბაზაში არსებულ დაინტერესებულ აბიტურიენტებთან უშუალო კომუნიკაცია: უნივერსიტეტის სიახლეების, მათთვის შესაბამისი შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** უნივერსიტეტის პროგრამების ჭრილში აბიტურიენტებისა და მომავალი მაგისტრებისთვის აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება უნივერსიტეტის შიდა სკოლების წარმომადგენლებთან ერთად.
** სკოლებთან/საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტრატეგიული თანამშრომლობა, მათთვის სპეციალური აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
** პერიოდული ვიზიტები რეგიონებში სკოლების წარმომადგენლებთან და მოსწავლეებთან შესახვედრად;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საქმიანობასთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროექტების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების: Word, Excel, Power Point-ის კარგი ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის კარგი უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (გამართულად წერისა და მეტყველების უნარი)
** გუნდურობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე:vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 21 დეკემბერი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე