Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684611&print=yes&view=jobs
 
პროდუქტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
ფარმაცევტული კომპანია "ინოთიმი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოს ბაზარზე მოწინავე ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებულ ინოვაციურ სამედიცინო პროდუქციას.

კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://innoteam.ge/ | https://www.facebook.com/InnoTeampharmaceutical/

კომპანია "ინოთიმი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე;
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** პროდუქტების სტრატეგიული მართვა მათი განვითარების ყველა ეტაპზე;
** პროდუქტების პოზიციონირების სტრატეგიის ჩამოყალიბება და პროცესის მართვა;
** ბაზარზე ახალი პროდუქტის საჭიროების განსაზღვრა და დანერგვის ინიცირება;
** ახალი პროდუქტის დანერგვის სტრატეგიის შემუშავება და შემდგომი პროცესის კოორდინაცია;
** გაყიდვების გუნდთან სატრენინგო პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
** საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება პარტნიორებთან და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან;
** ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და გამოკვეთილი ტენდენციების ანალიზი;
** კომპანიის პროდუქტების კონკურენტუნარიანობის შეფასება და ანალიტიკური დასკვნების მომზადება;
** მიზნობრივი სამედიცინო და სამეცნიერო წყაროების მუდმივი მიმოხილვა და ანალიზი;
** სამეცნიერო და მარკეტინგული ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება (კონფერენცია, პრეზენტაცია, მრგვალი მაგიდა).

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინიციატივიანი;
** პასუხისმგებლობიანი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას;
** საპენსიო ფონდში გადასახდელი 4%-ის სრულად დაფარვას;
** ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
** სამედიცინო კონფერენცია/გამოფენებში ჩართულობის შესაძლებლობას;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@innoteam.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"ინოთიმი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია "ინოთიმის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის 1 წლის ვადით.

თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანია "ინოთიმმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: hr@innoteam.ge, ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 0322 309 301
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია