Робота для біженців з України
სატრანსპორტო საშუალებების, სამუშაო ტექნიკის მძღოლ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატრანსპორტო საშუალებების, სამუშაო ტექნიკის მძღოლ-ოპერატორი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სატრანსპორტო საშუალებებისა და სამუშაო ტექნიკის მძღოლ-ოპერატორის პოზიციაზე.

"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო;
** სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები;
** ანაზღაურება: შეთანხმებით;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტიდან ობიექტზე გადასატანი პროდუქციის ჩაბარება, მისი დათვლა/აღრიცხვა და ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე;
** საჭიროების შემთხვევაში, საჭირო პროდუქციის შესყიდვა / მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
** ავტოამწის/ევაკუატორის საშუალებით დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** ავტოამწით/ევაკუატორით პროდუქციის ტრანსპორტირება მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით;
** ავტომობილის სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, ასევე პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** საგზაო წესების დაცვა;
** კომპანიის შინაგანაწესის, შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სავალდებულოა ავტომობილის მართვის 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია GPS-ის და ელექტრონული რუკის გამოყენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2025 წლის 24 დეკემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე