Робота для біженців з України
რესტორნის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: Hotel Indigo
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"Hotel Indigo" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

ჩვენ შესახებ:

ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო "Hotel Indigo Batumi Old Town", თავისი უნიკალური არქიტექტურით ასახავს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. სასტუმრო წარმოგიდგენთ ახალ ბრენდულ რესტორანს Brasserie 1900, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ ევროპული და თანამედროვე ქართული სამზარეულოთი.

"Brasserie 1900" გთავაზობთ დახვეწილ, კომფორტულ და თანამედროვე გარემოს, სადაც თანაბრად იგრძნობა როგორც ისტორიის სიღრმე, ასევე მომსახურების თანამედროვე სტანდარტები. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და გამოცდილ რესტორნის მენეჯერს, რომელიც იზრუნებს ჩვენი სტუმრების კომფორტზე და მომსახურების ხარისხზე. თუ თქვენ ხართ ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო — გელით ჩვენს გუნდში.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე ყოველდღიური სამუშაო პროცესის კოორდინირება;
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის და სამუშაო განრიგის მართვა;
** პერსონალის მიერ შესრულებული საქმიანობის ყოველდღიური მონიტორინგი; საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა (პერსონალის დატრენინგება, გადამზადება და სხვა);
** მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** ჯავშნების მართვა;
** საოპერაციო ნაწილის დაგეგმვა და აღსრულება;
** კომპანიაში დადგენილი შრომის შინაგანაწესის შრომის უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის და ხარისხის კონტროლის სტანდარტების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ლიდერული და კომუნიკაციური უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** სამუშაო პროცესის ეფექტურად მართვის უნარი.

რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hr@indigobatumi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე