Робота для біженців з України
ფიტნესის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიტნესის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ECO Fitness
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"Eco Fitness" აცხადებს ვაკანსიას ფიტნესის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მიღება/დახვედრა
** მომხმარებლისთვის ფიტნეს დარბაზის სერვისების გაცნობა და ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებლების რეგისტრაცია;
** სტუმრის მაღალი კმაყოფილებისა და ლოიალურობის უზრუნველყოფა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** მომხმარებლებთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელი პირის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (Word Excel) ცოდნა;
** ინგლისური ენა (საკომუნიკაციო დონეზე).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დახვეწილი მეტყველების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** შრომისმოყვარე, ენერგიული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ჩაჩუა 4 (ვარკეთილის ხიდებთან)
** სამუშაო განაკვეთი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი დილის და საღამო ცვლებში, თვეში 20 მორიგეობა
** ანაზღაურება: 600 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა (არასამუშაო დროს)
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ CV მისამართზე: 597250044, ecofitnesstbilisi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე