Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684556&print=yes&view=jobs
 
HR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: Landmarker Group
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
Landmarker Group ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ სასტუმრო ინდუსტრიაში. ჩვენი ისტორია გუდაურში მდებარე ისტორიული სასტუმრო "მარკო პოლოთი" იწყება და დღეს უკვე მოიცავს სასტუმროებს, ჰოსტელებს, შალეებსა და après-ski სივრცეებს.

კომპანია ერთიან ბრენდად 2018 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მუდმივ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურის პატივისცემა და ადამიანზე ორიენტირებული სტუმარმასპინძლობა.

ჩვენი ქვე-ბრენდებია:

** სასტუმრო მარკო პოლო გუდაური
** სასტუმრო ალპინა გუდაური
** ხადა ჰოსტელი
** ხიჟინა
** პურის მოედანი ბუტიკ სასტუმრო

Landmarker Group აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:
HR სპეციალისტი.

ძირითადი სამუშაო ადგილი: თბილისი, ვალერიან გუნიას ქუჩა (პოზიცია მოითხოვს ხშირ მივლინებებს გუდაურში)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ

ფუნქცია-მოვალეობები:

** წინა ხაზის ვაკანსიების განთავსება და განახლება ყველა შესაბამის პლატფორმაზე (jobs.ge, hr.ge, LinkedIn, social media და სხვ.).
** დაინტერესებულ კანდიდატებთან ეფექტური კომუნიკაცია — პირველადი სატელეფონო ან/და ტექსტური შინაარსით; სამუშაო პირობების დეტალური გაცნობა.
** შემოსული რეზიუმეების მოწესრიგება, კატეგორიზება და დაარქივირება დადგენილი წესების შესაბამისად.
** კანდიდატების საკონტაქტო ინფორმაციის აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის განახლება და მუდმივი მოწესრიგება.
** რეკრუტინგ პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა საჭიროებისამებრ: გასაუბრებების ჩანიშვნა, სტატუსების განახლება და ა.შ.
** HR დოკუმენტაციის ადმინისტრირებაში ჩართულობა — განცხადებების, ბრძანებების, ხელშეკრულებების მომზადება და თანამშრომლებისთვის გაცნობა.
** კომპანიის შიდა რეგულაციებისა და HR პოლიტიკების შესრულების მონიტორინგი; შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** ახალი თანამშრომლების ონბორდინგის ადმინისტრაციული მხარდაჭერა — საჭირო დოკუმენტების/აქტების მომზადება, საცხოვრებელში განთავსების აღრიცხვა და პერიოდული მონიტორინგი.
** ოფბორდინგ პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა — ბეჯების დაბრუნება, დოკუმენტაციის შეგროვება, ფაილების დახურვა/დაარქივება.
** Self.hr სისტემის ადმინისტრირებაში მონაწილეობა
** HR მენეჯერთან შეთანხმებით, რეგულარული ვიზიტები გუდაურის სასტუმროებში:
** საცხოვრებელი პირობების მონიტორინგი,
** თანამშრომელთა საჭიროებების კვლევა,
** დოკუმენტაციის მომზადება/ადმინისტრირება და დაარქივება დადგენილი სტანდარტის მიხედვით.
** მიმდინარე საკითხების სისტემატური რეპორტინგი HR მენეჯერთან დადგენილ ფორმატსა და ვადებში.

რას ველით თქვენგან:

** უმაღლესი განათლება (ანდა დამამთავრებელი საფეხური) ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** სასურველია მინ. 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება HR ადმინისტრირების ან/და რეკრუტინგის მიმართულებით;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები, დროის მართვის უნარი
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** პროგრამა Self.ge-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** დინამიურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** დამატებით ფასდაკლებებს კომპანიაში შემავალ სასტუმროებსა და კვების ობიექტებზე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@landmarkergroup.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker Group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია