|
დასახელება:
უფროსი PHP Laravel დეველოპერი
|
| მომწოდებელი:
CrabMarketing
|
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
კომპანია "CrabMarketing" აცხადებს ვაკანსიას უფროსი PHP დეველოპერის (Senior PHP Laravel Developer) პოზიციაზე. სამუშაო მოიცავს დიდი დატვირთვის მქონე ვებ-აპლიკაციების ოპტიმიზაციას, არსებული ფუნქციების დახვეწასა და ახალი ფუნქციების დამატებას, ასევე სხვადასხვა სერვისის ინტეგრაციას.
თუ თვლით, რომ გაგაჩნიათ ეფექტური კოდის წერის უნარი, გაქვთ გამოცდილება და გიყვართ ტექნიკური გამოწვევები - გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე.
მოვალეობები:
** მაღალი დატვირთვის მქონე ვებ-აპლიკაციების განვითარება და ოპტიმიზაცია
** სუფთა, სტრუქტურირებული, ხარისხიანი და ეფექტური კოდის წერა
** არსებული ფუნქციების რეგულარული განახლება და მოვლა, ახალი ფუნქციონალის დამატება
** ინდუსტრიის ტენდენციებისა და ბექენდ ტექნოლოგიების სიახლეების მონიტორინგი
** კოდის და ტექნიკური რესურსების დოკუმენტირება შიდა და გარე გამოყენებისთვის
მოთხოვნილებები:
** MySQL, NoSQL, PostgreSQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** PHP 7/8-ზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** ვებ-აპლიკაციების არქიტექტურისა და REST API-ის სიღრმისეული ცოდნა
** Laravel-ის ფრეიმვორკის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
** Docker-ისა და CI/CD სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** Redis, Memcached და ქეშირების სხვა ქეშ ტექნოლოგიების ცოდნა
** SOLID, DRY, KISS და PHP PSR პრინციპების ცოდნა
** GIT-თან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** ვებსოკეტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** Swoole ფრეიმვორკის ცოდნა ჩაითვლება დიდი უპირატესობა
პირობები:
** მუშაობა ოფისში (საბურთალო, თბილისი) - დისტანციური ფორმატი არ განიხილება
** მეგობრული და პროფესიონალი გუნდი
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით
** მუდმივი პროფესიული განვითარება ინოვაციურ სფეროში
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@crabmarketing.com
სათაური: Senior PHP Developer Position
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|