Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684548&print=yes&view=jobs
 
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: CrabMarketing
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
კომპანია "CrabMarketing" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. სამუშაო მოიცავს სარეკლამო ბანერების, სოციალური მედიის ვიზუალების, ვებკონტენტისა და სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული მასალის შექმნას, არსებული დიზაინების დახვეწასა და ბრენდის ვიზუალური სტანდარტების განვითარებაში მონაწილეობას.

თუ ფლობთ კრეატიულ ხედვას, გაქვთ თანამედროვე დიზაინის ტენდენციების ცოდნა და გიყვართ ვიზუალური კონტენტის შექმნა - გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მოვალეობები:

** სარეკლამო ბანერების, სოციალური მედიის ვიზუალების, რეკლამების და სხვა ტიპის ვიზუალური მასალის შექმნა
** ფოტოს, GIF კონტენტის დამუშავება და მომზადება
** ბრენდის განვითარებისთვის ახალი იდეებისა და კრეატიული ხედვების შემოთავაზება
** ვებკონტენტისა და ელექტრონული არხებისთვის (email, push, landing) დიზაინის შექმნა
** კომპანიის ბრენდბუქთან შესაბამისი ვიზუალური სტანდარტების დაცვა
** სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა კონტენტის ეფექტურად შესაქმნელად

მოთხოვნილებები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გრაფიკულ დიზაინერად
** Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Adobe InDesign პროგრამების ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალებისადმი
** მითითებულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი
** კრეატიულობა და თანამედროვე დიზაინის ტენდენციების ცოდნა

პირობები

** მუშაობა ოფისში (საბურთალო, თბილისი) - დისტანციური ფორმატი არ განიხილება!
** მეგობრული და პროფესიონალი გუნდი
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** ანაზღაურება: 1000-1500₾ მოჭრილი (განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით)
** მუდმივი პროფესიული განვითარება ინოვაციურ სფეროში

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@crabmarketing.com

სათაური: გრაფიკული დიზაინერი.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თან დაურთოთ თქვენი პორტფოლიო ან/და ნამუშევრები.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია