Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684545&print=yes&view=jobs
 
ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: eComm
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
კომპანია "eComm" წარმოდგენილია ონლაინ პლატფორმით Laptops.ge, სადაც მომხმარებლებს ვთავაზობთ კომპიუტერული ტექნიკის, მათ შორის ახალი ლეპტოპების ყველაზე სოლიდურ არჩევანს ქართულ ბაზარზე.

ასევე, ჩვენ ვართ საქართველოში პროფესიონალურად განახლებული ლეპტოპების სეგმენტის ლიდერი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კორპორატიული დონის პროდუქციას 1 წლიანი გარანტიით.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მომსახურების მაღალი სტანდარტები, ორგანიზებული მუშაობის სტილი და მზად ხართ დეტალებზე ფოკუსირებისთვის, გელოდებათ დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა.

"eComm" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის შესახებ:

** ოფისის ადგილმდებარეობა: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 12ა;
** სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 სამუშაო საათი;
** სამუშაო დრო: 10:00-დან 19:00 საათამდე.

პირობები და ბენეფიტები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი პოზიციაზე 1700₾ პლუს ბონუსი გაყიდვებიდან;
** საპენსიო შენატანი: საპენსიო შენატანის სრული დაფარვა კომპანიის მიერ;
** ჯანმრთელობა/ფიტნესი: Fitpass სპორტული აქტივობის მომსახურება;
** დასვენება: წლის მანძილზე დამატებით 4 Day Off;
** განვითარება: პოზიციური და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული შეკვეთების და მოთხოვნების დამუშავება (მომხმარებლების კონსულტაცია, პირობების გაცნობა, შეკვეთის გაფორმება, სერვისცენტრთან კომუნიკაცია, საგარანტიო ტალონის შევსება და პროდუქციის შემოწმება);
** პარტნიორებთან ურთიერთობა (პროდუქციის მომწოდებელი კომპანიები, ბანკები, საკურიერო სერვისები, სერვისცენტრები და სხვა);
** კონკრეტული კატეგორიების პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** კომპანიის და პარტნიორების პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა.

გამოცდილება და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური, კრეატიული და ლოგიკური აზროვნება.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული და კომუნიკაბელური;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: career@laptops.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ "ონლაინ გაყიდვების მენეჯერი". აპლიკაციას დაურთეთ რამდენიმე წინადადება, სადაც განგვიმარტავთ თუ რატომ შეეფერებით ამ პოზიციას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია