Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684517&print=yes&view=jobs
 
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საერთო მარკეტინგული მიზნების შესაბამისი ციფრული მარკეტინგის გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავს SEO, SEM, SMM, Email Marketing და Content Marketing მიმართულებებს;
** მომხმარებელთა ღრმა კვლევა და პოტენციური კლიენტების პორტრეტების (Buyer Personas) შექმნა ციფრული კამპანიების უკეთ მიზნობრიობისთვის;
** ფასიანი სარეკლამო კამპანიების (Google Ads, Social Media Ads - Facebook, Instagram, LinkedIn) სრული ციკლის მართვა: დაგეგმვა, გაშვება, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
** ვებგვერდის ორგანული ხილვადობის გაუმჯობესება, საკვანძო სიტყვების (Keywords) ანალიზი, ტექნიკური SEO და კონტენტ სტრატეგიის შემუშავება;
** კონტენტ სტრატეგიის შემუშავება ბრენდის ყველა ციფრული არხისთვის (ვებგვერდი, ბლოგი, სოციალური მედია);
** Email კამპანიების დაგეგმვა და მართვა (Newsletter-ები, სარეკლამო შეთავაზებები, CRM ავტომატიზაცია), მიზნად ისახავს ლიდების კონვერტაციას და კლიენტების შენარჩუნებას (Retention).
** გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა მაღალი ხარისხის ლიდების (Leads) გენერირებისა და გადაცემის პროცესის ოპტიმიზაციისთვის;
** ვებგვერდისა და ციფრული არხების ტექნიკური გაუმჯობესებაზე მუშაობა IT გუნდთან ერთად.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** SEO ინსტრუმენტებთან (Ahrefs, SEMrush ან მსგავსი) მუშაობის გამოცდილება;
** Facebook Business Manager-ის მართვის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, Excel, PowerPoint, Outlook);
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაციის წარდგენის და მოლაპარაკების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტური გამოყენების უნარი;
** დაგეგმვის და სამუშაოს ეფექტურად განაწილების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) მეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია