Робота для біженців з України
სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებით და მრავალფეროვანი პროდუქტებით უნისონმა სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სამედიცინო შემთხვევების მართვის და ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვეულების მიღება-მომსახურება: დაზღვეულის იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ჩაბარება, შემთხვევების დარეგულირების ჩათვლით დელეგირების ფარგლებში;
** ყველა საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენა: განხილული ქეისების პასუხის შეტყობინება ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით;
** დაზღვეულის მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და ხარვეზების გამოვლენა, ადგილზე დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა, ასევე საჭიროების შემთხვევაში განხილვის შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა;
** საგარანტიოსთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარება და პროგრამულად ასახვა;
** განხილული დოკუმენტაციის მოწესრიგება, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია ქრონოლოგიურად შესაბამის საქაღალდეებში;
** ამბულატორიულ მომსახურებასა და მედიკამენტებზე, მიმართვების გაცემა, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ელექტრონულად.
** ვიწრო სპეციალისტზე, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებსა და მედიკამენტებზე მიმართვების გაცემა დანიშნულების ფურცლით ან მის გარეშე დიაგნოზის, ჩივილების საფუძველზე და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით;
** მიმართვების გაგზავნა პროვაიდერ კლინიკაში ელექტრონულად;
** საჭიროების შემთხვევაში დაზღვეულისთვის ვიზიტის დაჯავშნაში დახმარება (ოჯახის ექიმთან ვიწრო სპეციალისტთან, კვლევებზე) სამოგზაურო დაზღვევის გააქტიურებაში დახმარება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
** იგივე სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@unison.ge და და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამედიცინო შემთხვევების მართვის და ანაზღაურების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ!

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე