Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684474&print=yes&view=jobs
 
დამხმარე შოურუმში, საწყობის მენეჯერი/შეკვეთების ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე შოურუმში, საწყობის მენეჯერი/შეკვეთების ასისტენტი
მომწოდებელი: Green Leaf International
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"Green Leaf International Co., Ltd." არის კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ჩინეთში, ფილიალებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, რუსეთში, ნიგერიასა და ფილიპინებში. კომპანია ძირითადად ყიდის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს (როგორიცაა კბილის პასტა, შხაპის გელი, შამპუნი და ა.შ.), კოსმეტიკას (როგორიცაა თვალის ლაინერი, პომადა და ა.შ.) და კანის მოვლის საშუალებებს (როგორიცაა ლოსიონები, კრემები, შრატები).

გაყიდვების მოდელი არის პირდაპირი გაყიდვა.

კომპანია ამჟამად ხსნის ახალ ფილიალს საქართველოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, საბურთალოზე, ცაგარელის ქუჩაზე და აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. დამხმარე შოურუმში

სამუშაო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება ბიზნესის კუთხით;
** ქართული ენის ცოდნა (მშობლიური, ან/და გამართული),
** ინგლისური ენის (სასაუბრო დონეზე, სასურველია), რუსული (დამატებითი, არასავალდებულო);
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება და საოფისე პროგრამების ცოდნა.

ანაზღაურება:

** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე - გამოსაცდელი ვადის განმავლობაში: 800-1000ლარი/თვეში (NET), (პერფორმანსის მიხედვით);
** გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 1000-1200 ლარი/თვეში (NET), (პერფორმანსის მიხედვით).

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი (40სთ კვირაში);
** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00 AM - 6:00 PM (1 საათიანი შესვენება სადილისთვის)
** შაბათი: 11:00 AM - 4:00 PM (1 საათიანი შესვენება სადილისთვის)
** შესაძლოა საჭირო გახდეს პერიოდულად ზეგანაკვეთური სამუშაო, მაგრამ ძალიან იშვიათად. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება დასვენების დროით.

2. საწყობის მენეჯერი/შეკვეთების ასისტენტი

მოვალეობები მოიცავს:

** შეკვეთების მიღებას, გაცემას,
** კომპიუტერთან მუშაობას,
** საწყობის ორგანიზებასა და აღწერას,
** პროდუქციის განთავსებას გადამზიდ ტრანსპორტზე. (არამძიმე სამუშაო, ყუთების წონა არ აღემატება 20კგ-ს);

მოთხოვნები:

** ქართული ენის ცოდნა (მშობლიური ან/და გამართული),
** რუსული ენა (სასაუბრო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად), ინგლისური ენის ცოდნა (ელემენტარულ დონეზეც საკმარისია)

ხელფასი:

** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე - გამოსაცდელი ვადის განმავლობაში: 1200 ლარი/თვეში (NET) (+100 ლარი ტრანსპორტირებისთვის)
** გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 1500 ლარი/თვეში (NET) (+100 ლარი ტრანსპორტირებისთვის)

სამუშაო პირობები:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 11:00 AM - 7:00 PM (1 საათიანი შესვენება სადილისთვის)
** შაბათი: 11:00 AM - 4:00 PM (1 საათიანი შესვენება სადილისთვის)
** სულ: 40 საათი/კვირაში
** სამუშაო ადგილი: ლილო (განიხილება საწყობის ლოკაციის ცვლილება, ზუსტ ინფორმაციას მიიღებთ გასაუბრებისას)
** შესაძლოა საჭირო გახდეს ზეგანაკვეთური სამუშაო, თუმცა ძალიან იშვიათად. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება დასვენების დროით.

განაცხადის შეტანის წესი:

დაინტერესებულ და კვალიფიციურ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: migineishvili09@gmail.com

ჩვენ განვიხილავთ რეზიუმეებს და დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია