Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684467&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ლუტეცია
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"ლუტეცია" პარფიუმერულ სამყაროში გამოცდილი, სიახლეებზე ორიენტირებული და მომხმარებლის ნდობით აღჭურვილი ქსელია. ეს ადგილია სადაც პროფესიონალი კონსულტანტები მზად არიან მომხმარებელს სათანადო კონსულტაცია გაუწიონ და იზრუნონ მათ სილამაზეზე. მათ ლუტეციაში მუდამ ელოდებათ კომფორტული გარემო, სასურველი პროდუქცია და კეთილგანწყობილი პერსონალი.

კომპანიის ვებგვერდია http://www.lutecia.ge

"ლუტეცია" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.

სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი სამუშაო დღე);
ანაზღაურება: ფიქსირებული + მოქნილი საბონუსე სისტემა
დასვენება - თვეში 6 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** ბრენდების თაროებზე განლაგების კონტროლი და მონიტორინგი, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა, პროდუქციის ვარგისინობა და ვადების კონტროლი
** მაღაზიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
** პროდუქციის მიღება-დალაგებასა და აღწერაში მონაწილეობა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1 წელი);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

გთხოვთ დაინტერესებულ აპლიკანტებს CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@lutecia.ge და "subject"-ში მიუთითოთ კონსულტანტი ბათუმი დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია