|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
ქართული რესტორანი
|
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
თანამედროვე ქართული რესტორანი ბუდაპეშტში, რომელიც ოპერირებს 2023 წლიდან ეძებს გუნდის ახალ წევრებს.
მეგობრულ და საკმაოდ შეკრულ გუნდში ვეძებთ უნივერსალ მზარეულებს, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან გუნდურად ზრდაზე.
აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება იგივე ან სხვადასხვა პოზიციაზე ცალ ცალკე. გრილთან და მაყალთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
ჩვენ მოვაგვარებთ ჩვენი ხარჯებით:
** ოფიციალური მუშაობის და ცხოვრებისათვის საჭირო საბუთებს (ქვეყანაში ნებისმიერ დროს შესვლა, ცხოვრება და მუშაობა იქნება შესაძლებელი)
** ფრენას თბილისიდან ბუდაპეშტამდე
** საცხოვრებელ ადგილს ჩვენთან მუშაობის პერიოდში
** კვებას სამუშაო პერიოდში
** ტრანსპორტირებას საცხოვრებლიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ჩვენთან დაგხვდებათ:
** მეგობრული გარემო;
** განვითარების პერსპექტივა;
** პერსონალის კვება;
** ანაზღაურებადი შვებულება;
** საბონუსე სისტემა.
განრიგი და ანაზღაურება:
** 5/2 (5 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
** დღეში 11 საათი
** ანაზღაურება: 1600 დოლარი + ბონუსი
** ადგილმდებარეობა: ბუდაპეშტი, უნგრეთი
აუცილებელი მოთხოვნები:
** ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** გამოცდილება გრილთან, მაყალთან და სხვა პოზიციებზე (უნივერსალი მზარეულისთვის საჭირო დონეზე)
** კულინარიული მიმართულების ნებისმიერი ტრენინგის, კურსის ან კოლეჯის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად
გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geohospgroup@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება "უნივერსალი მზარეული".
|
|
|
|