Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684426&print=yes&view=jobs
 
თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თანაშემწე
მომწოდებელი: იაპონიის საელჩო
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 684426_Application_Form_Secretary_9561149.zip
"იაპონიის საელჩო საქართველოში" აცხადებს ვაკანსიას თანაშემწის პოზიციაზე, ქვემოთ აღწერილი სამუშაოს შესასრულებლად. შერჩეული კანდიდატი სამუშაოს დაიწყებს 2026 წლის მარტის დასაწყისიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** საელჩოს კულტურული და აკადემიური ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზება და ჩატარება
** ქართველ პარტნიორებთან, დიპლომატიურ სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან სატელეფონო, ელ. ფოსტითა თუ პირისპირი კომუნიკაცია
** ზეპირი და წერილობითი თარგმნის უზრუნველყოფა ქართულ, ინგლისურ და იაპონურ ენებზე
** დიპლომატების სამუშაო განრიგების მართვა, შეხვედრების ორგანიზება და მიმღების ფუნქციების უზრუნველყოფა
** წერილებისა და სხვა დოკუმენტების ნიმუშების მომზადება
** ქართულ-იაპონურ კულტურულ, აკადემიურ და სპორტულ თემებზე მასალების დამუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი და უფრო მაღალი საფეხური)
** ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფალი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია (მოითხოვება იაპონური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე: JLPT-ის N.2 დონე და მაღლა ან JLCAT-ის С1 დონე და მაღლა)
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint, და სხვ.) სრულყოფილი ცოდნა
** ქართული და იაპონური საზოგადოების კარგი ცოდნა
** თანამშრომლობის უნარი და საქმისადმი პოზიტიური დამოკიდებულება
** გუნდზე-ორიენტირებულობა

დასაქმების პირობები:

** სრული განაკვეთი, დაწყების პერიოდი - 2026 წლის მარტის დასაწყისი (გამოსაცდელი პერიოდი- პირველი ექვსი თვე)
** სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 17:45-მდე (შუადღის შესვენება 13:00-დან 14:00-მდე)
** შესაძლო ზეგანაკვეთური მუშაობა და მივლინებები
** ანაზღაურება: საელჩოს სახელფასო პოლიტიკის შესაბამისად

განაცხადი:

ყველა დოკუმენტი, გარდა სერტიფიკატების ასლებისა და რეკომენდაციის წერილ (ებ)ისა (იხ. ქვემოთ), უნდა იყოს შევსებული ინგლისურ ენაზე

** განაცხადის ფორმა (ინგლისურ ენაზე), უახლესი (უკანასკნელი 3 თვის) ფოტოსურათით
** რელევანტური საგანმანათლებლო დაწესებულებების სერტიფიკატის ასლი
** რეკომენდაციის წერილ (ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)
** იაპონური ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)

ყველა დოკუმენტი უნდა გამოიგზავნოს კონვერტით, არა-უგვიანეს 2025 წლის 12 დეკემბრისა, ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, იაპონიის საელჩოს მისამართზე: 64ბ ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0162. (დოკუმენტები ასევე შესაძლებელია გამოიგზავნოს საელჩოს ელ-ფოსტაზე admin@tb.mofa.go.jp, თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბმულის საერთო ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5MB-ს ერთ მეილში).

პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან დაინიშნება წერითი გამოცდა და გასაუბრება. სამუშაო პირობებთან დაკავშირებული ყველა დეტალი განიხილება გასაუბრებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია