Робота для біженців з України
კბილის ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კბილის ტექნიკოსი
მომწოდებელი: SGS Dental Lab
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
სტომატოლოგიური ლაბორატორია "SGS Dental Lab" აცხადებს ვაკანსიას კბილის ტექნიკოსის (ციფრული და მანუალური უნარებით) პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ სპეციალისტს, რომელიც თავისუფლად ფლობს ციფრულ ტექნოლოგიებს (განსაკუთრებით Exocad-ს) და პარალელურად აქვს ხელით მუშაობის მაღალი კვალიფიკაცია.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #39.

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული მოდელირება: Exocad-ის პროგრამაში ორთოპედიული კონსტრუქციების (გვირგვინები, ხიდები და სხვ.) დიზაინის შექმნა;
** მანუალური სამუშაოები: ნამუშევრის საბოლოო დამუშავება, მორგება და ესთეტიკური მხარის უზრუნველყოფა;
** ლაბორატორიული პროცესის ხარისხის კონტროლი და სიზუსტის დაცვა;
** სტომატოლოგიურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტომატოლოგიური ტექნიკოსის განათლება (დიპლომი ან სერტიფიკატი);
** ამ სფეროში მუშაობის დადასტურებული გამოცდილება

აუცილებელია:

** კომპიუტერული მოდელირების პროგრამის — Exocad-ის სიღრმისეული ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (კვალიფიკაციის შესაბამისად);
** მეგობრულ და სტაბილურ გუნდს.
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (და სურვილის შემთხვევაში ნამუშევრების პორტფოლიო) ელფოსტაზე: sgsdentallab@gmail.com ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 598 27 50 20

სათაურის ველში მიუთითეთ: "კბილის ტექნიკოსი "
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე