|
დასახელება:
კურიერი საკუთარი მოპედით
|
| მომწოდებელი:
Intco
|
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
შპს "IntCo" ვეძებთ კურიერს საკუთარი მოპედით ქ. თბილისში.
ჩვენი გამოცდილი გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა მოტივირებული თანამშრომლებით, სადაც ყველა ყოველდღიურად იზრდება პროფესიულად.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 13:30-19:00.
ლოკაცია: საბურთალო, ქ. თბილისი
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** 1000 ლარი + ბონუსები
** საწვავის ხარჯი კომპანიის მიერ
** ულიმიტო სასაუბრო
ჩვენ გთავაზობთ:
** ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას
** კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას
** მრავალფეროვან წახალისების სისტემას
** დამატებით ბონუსებს
** სხვადასხვა კორპორაციულ აქტივობებს
მოთხოვნები:
** თბილისის უბნებისასა და ქუჩების კარგად ცოდნა
** A კატეგორიის მართვის მოწმობა
** მოპედის მართვის გამოცდილება არანაკლებ 1 წლის
** სამუშაო გამოცდილება კურიერის პოზიციაზე
აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** დისციპლინირებულობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თავაზიანობა
ფუნქცია-მოვალეობები
** მსუბუქი მცირე ზომის პროდუქტის ტრანსპორტირება
** იურიდიული პირებისთვის ამანათების მიწოდება კარიდან კარის პრინციპით
** საკონტროლო-სალარო აპარატზე მუშაობა
** ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: intcoveric@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "კურიერი".
შემოუერთდი IntCo-ს წარმატებულ გუნდს!
|
|
|
|