Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი უნივერსი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაციასა და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს.

ლოკაცია: თბილისი, ლუბლიანას 13/მიხეილ ჭიაურელის 6
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების რეგისტრაცია და ინფორმირება;
** ვიზიტების ჩაწერა და განრიგის მართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ონლაინ კომუნიკაციების მართვა;
** პაციენტის მონაცემების სისტემაში სწორად შეყვანა;
** დოკუმენტაციის სწორად დამუშავება;
** კონფიდენციალურობის წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პაციენტებთან ან მომხმარებლებთან მუშაობის აუცილებელი მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სამედიცინო ტერმინოლოგიის კარგი ცოდნა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** MS Office-ის კარგი ცოდნა;
** პასუხისმგებლობა და სანდოობა.

ენების ცოდნა:

** ქართული - მშობლიური დონე;
** რუსული - საკომუნიკაციო;
** ინგლისური - საკომუნიკაციო დონე

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** მეგობრულ გუნდს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

კონტაქტი:

CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: lb.universeclinic@gmail.com

სათაური: რეგისტრატორი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე