Робота для біженців з України
იმპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: მირა
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"მირა" — 21 წლის გამოცდილების მქონე წამყვანი კომპანია გათბობის, ელექტრობისა და გენერატორების მიმართულებით. ჩვენი მისიაა მომხმარებლებისთვის უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, პროფესიონალური მომსახურება და კონკურენტუნარიანი ფასები. "მირა" წარმატებით ოპერირებს როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზარზე და ემსახურება როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ კლიენტებს. 21-წლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ სანდო გადაწყვეტილებები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკა და მომსახურება, რომელიც დაფუძნებულია ხარისხზე, პასუხისმგებლობასა და მუდმივ განვითარებაზე.

ვაცხადებთ ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, რითეილ სექტორში
** აუცილებელია საერთაშორისო სავაჭრო და საბაჟო პროცედურების ცოდნა
** ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა (თურქული ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** აუცილებელია Microsoft Office-ის პროგრამების კარგად ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებები;
** ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
** მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება ფასების, მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შესახებ;
** მომწოდებლისგან შემოთავაზებულ პროდუქტებზე შერჩევაში მონაწილეობა;
** ფასების შედარება სხვადასხვა მომწოდებლების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე;
** შეკვეთების ფორმირება და განთავსება;
** უცხოეთში პროდუქციის დატვირთვის დაორგანიზება როგორც მთლიანი, ასევე გრუპაჟული ტვირთების;
** იმპორტის დოკუმენტების წინასწარ მოთხოვნა და მიღება, მიღებული დოკუმენტების ბროკერთან წინასწარ გადამოწმება;
** იმპორტისა და განბაჟებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციისა, რესურსისა და პროცედურის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** გადაზიდვების ვადების მონიტორინგი;
** პროდუქციის და კომპანიის შესახებ მომწოდებლისგან დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა;
** შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან.

გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებას
** ანაზღაურება: 3, 000₾
** სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი წერეთლის 126

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@mira.ge (სათაურში მიუთითეთ "იმპორტის მენეჯერი")

გაგვიცანი უფრო ახლოს: www.mira.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე