|
დასახელება:
მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
LovelyRoses.ge
|
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
"ლავლი როუზის" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ყვავილების მაღაზიაში.
"ლავლი როუზის" ერთ-ერთი წამყვანი ყვავილების მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის იმპორტირებულ ყვავილებსა და ფლორისტიკულ სერვისებს სთავაზობს.
ჩვენთან, მენეჯერის როლში, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ განივითაროთ ბიზნეს უნარები, იმუშაოთ მეგობრულ და სასიამოვნო გარემოსა და ყვავილების გარემოცვაში.
განვიხილავთ როგორც გამოცდილ, ისე გამოცდილების არმქონე კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება (მულტითასქინგი) და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები. სასურველია ინგლისურ ენაში - B2 და რუსულ ენაში - A2 დონე მაინც.
ჩვენი მაღაზია მუშაობს ყოველ დღე, შაბათ - კვირის ჩათვლით.
გრაფიკი: კვირაში 3-5 დღე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ზაქარია ფალიაშვილის 38.
მოვალეობები:
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია ტელეფონით, ვებგვერდის ჩატით, სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით;
** მომხმარებლებისათვის შეკვეთის გაფორმებაში დახმარება და შეკვეთის შესრულების პროცესში საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლის დახმარება ყვავილების შეძენის პროცესში. თუკი უცხოენოვანი მომხმარებელია, ფლორისტთან კომუნიკაციაში დახმარება თარგმნის გზით;
** ვებგვერდზე პროდუქციის განახლება, საჭიროებისამებრ კორექტირება და დამატება
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
ხელფასი:
ცვლაზე 40 ლარი (ხელზე ასაღები ოდენობა). თვიური ანაზღაურება იანგარიშება თვეში ნამუშევარი ცვლების ოდენობის შესაბამისად. 20 ცვლის (კვირაში 5 ცვლა) შემთხვევაში - 800 ლარი.
ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით, თქვენ ეთანხმებით შპს "ლავლი როუზისთვის" თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მისი დასაქმების მიზნებისათვის დასამუშავებლად: https://forms.gle/xszTbopzhm8ZcGGo9
|
|
|
|