Робота для біженців з України
ინტერიერის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
შპს "AWARD" აცხადებს ინტერიერის დიზაინერის ვაკანსიას.

მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (ორშ-პარ 10:00-19:00)
ხელფასი: განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომერციული სივრცეების (ოფისი, რესტორანი, სასტუმრო, შოურუმი და სხვ.) ინტერიერის დიზაინის შექმნა;
** ტექნიკური ნახაზების მომზადება (გეგმარება, ჭერი, იატაკი, განლაგება, ელ. ქსელი, განათება);
** 3D ვიზუალიზაციის და კონცეფციის შემუშავება;
** მასალების, ავეჯისა და დეკორის შერჩევა-შეთავაზება;
** სამუშაო პროცესის კონტროლი, ადგილზე ვიზიტი და ზედამხედველობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კომერციული სივრცეების ინტერიერის დიზაინში;
** აუცილებელია შემდეგი პროგრამების: AutoCAD, ArchiCAD ან Revit, ასევე 3ds Max / SketchUp + V-Ray / Lumion მაღალ დონეზე ფლობა;
** გეგმარების, ერგონომიკისა და მასალების მაღალი დონით ცოდნა;
** მრავალპროექტიან რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სასურველია სამშენებლო პროცესის პრაქტიკული ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 24/12/2025.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე