Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684363&print=yes&view=jobs
 
ქსელის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თბილისსა და რეგიონებში მდებარე ტექნოპარკებსა და ინოვაციების ცენტრებში ქსელური ინფრასტრუქტურის გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება;
** სისტემების განახლება და განახლებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა IT პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** ინციდენტების იდენტიფიკაცია, ანალიზი და მათი მოგვარების პროცესში მონაწილეობა;
** ინტერნეტ-წვდომების ფილტრაციის, Firewall და VPN კავშირების ადმინისტრირება და მხარდაჭერა;
** ქსელის, მომხმარებლების და შესაბამისი აქტივობების მონიტორინგი; ქსელური ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სააგენტოს IT ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ტექნიკური დავალებების მომზადება, ბაზრის კვლევა და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი;
** სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება და სააგენტოს ინტერესების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში;
** შიდა პროცესების მხარდაჭერა კომპეტენციების ფარგლებში;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება: ქსელური ინფრასტრუქტურის იმპლემენტაციისა და ადმინისტრირების მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

** LAN, WAN და Data Center ტექნოლოგიების ცოდნა;
** Cisco Router/Switch მოწყობილობების L2/L3 კონფიგურაცია, ოპტიმიზაცია და Troubleshooting (IOS/NX-OS);
** L2 პროტოკოლებისა და Redundancy მექანიზმების კონფიგურაცია: STP, RSTP, MST, EtherChannel, VPC, HSRP/VRRP;
** Segmented Network დიზაინის უზრუნველყოფა: VLAN, VTP, Trunking, Inter-VLAN Routing, VRF;
** VPN ტექნოლოგიების იმპლემენტაცია და მხარდაჭერა: IPsec Site-to-Site, SSL VPN, AnyConnect;
** Next Generation Firewall-ებთან მუშაობის გამოცდილება : Cisco FirePower, FortiGate და Check Point Firewall;
** Dynamic Routing პროტოკოლების ადმინისტრირება: OSPF, EIGRP, BGP - მარშრუტიზაციის პოლიტიკების და Routing Filtering-ის მართვა;
** Log-ების ანალიზი და ქსელური თრეფიკის მონიტორინგი (Syslog, SNMP, NetFlow);
** ცენტრალიზებული Wi-Fi ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
** დაგეგმვისა და პროცესების მართვის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების ანალიტიკური ანალიზისა და სწრაფი რეაგირების უნარი;
** დროის ეფექტური მართვა;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - ქსელის ადმინისტრატორი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, კონკურსის მიზნებისთვის. აღნიშნული მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ კონკურსის მართვისა და შეფასების მიზნით. კანდიდატს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, შესწორება ან წაშლა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია