|
დასახელება:
PHP დეველოპერი
|
| მომწოდებელი:
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
|
სსიპ "განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა" აცხადებს ვაკანსიას: PHP დეველოპერი.
სამუშაოს აღწერილობა:
** სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული სისტემებისთვის მოქმედ კოდში ცვლილებების შეტანა და ტექნიკური მხარდაჭერა;
** ბიზნეს მოთხოვნების გათვალისწინებით ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და მისი განვითარება;
** ხარისხის კონტროლის აქტივობებში მონაწილეობა: არსებული კოდის გადასინჯვა და გაუმჯობესება/ოპტიმიზაცია;
** ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** PHP ვებ აპლიკაციების შემუშავების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** JavaScript-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** HTML5 და CSS3-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** PHP 5/7/8 პროგრამული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Laravel 7/8 framework-ის კარგი ცოდნა;
** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების კარგი ცოდნა;
** რელაციური მონაცემთა ბაზების (MySQL/PostgreSQL) კარგი ცოდნა;
** სერვერის ადმინისტრირების (Apache/Nginx) გამოცდილება;
** GIT ვერსირების კონტროლის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების ან ტექნიკური მიმართულების დარგებში.
პიროვნული თვისებები:
** ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სხვადასხვა დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, 2025 წლის 04 დეკემბრამდე, გამოაგზავნოთ ქართულენოვანი CV შემდეგ მისამართზე: hr@emis.ge. "Subject"-ის ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 1ა
ტელ: 2 200 220 (5046) | ვებ-გვერდი: http://www.emis.ge
|
|
|
|