|
დასახელება:
კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
|
სსიპ "განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა" აცხადებს ვაკანსიას: კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერის სპეციალისტი (IT) - ქედა.
სამუშაოს აღწერილობა
დასაქმებულის მოვალეობებში შედის, უზრუნველყოს საჯარო სკოლაში/სკოლებში კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული მოწყობილობების, საგამოცდო პროცესის სათვალთვალო სისტემის და შიდა ქსელის გამართული ფუნქციონირება, შესაბამის ინციდენტებზე რეაგირება და მონიტორინგი, მათ შორის:
** უზრუნველყოს კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა/მხარდაჭერა (ოპერაციული სისტემებისა და სხვა საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება, პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებთან მიერთება და გამართვა დადგენილი წესების და სტანდარტების მიხედვით).
** უზრუნველყოს კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ტექნიკური მხარდაჭერა/შეკეთება. ახალი კომპიუტერული ტექნიკის გამართვა/სისტემაში ჩართვა.
** დომენურ ინფრასტრუქტურაში მუშაობის უზრუნველყოფა.
** საოფისე და ყველა სახის სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია/კონფიგურაცია, რაც გამოიყენება საჯარო სკოლებში და დაშვებულია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ.
** საჯარო სკოლების ლოკალური ქსელის გამართვა და მისი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** ლოკალური კომპიუტერული ქსელის ტოპოლოგიის შექმნის უზრუნველყოფა, სისტემაში ჩართული კომპიუტერების აღწერა და ცვლილების დროული რეგისტრაცია მონიტორინგის სისტემაში.
** საგამოცდო ვიდეო-სათვალთვალო სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში გადაადგილება და ხელახალი ინსტალაცია/კონფიგურაცია.
** საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოსწავლეთათვის ან მასწავლებელთათვის გადასაცემი კომპიუტერული ტექნიკის პირველადი გამართვა/მომზადება.
** საჭიროების შემთხვევაში, საჯარო სკოლებისთვის კონსულტაციის გაწევა ტექნიკის (კომპიუტერის სათადარიგო/სახარჯო ნაწილების, პერიფერიული მოწყობილობების და სხვ.) შესყიდვასთან დაკავშირებით.
** დააფიქსიროს შესაბამის საჯარო სკოლაში მისი ყოველი გეგმიური ვიზიტი მონიტორინგის სისტემაში, დადგენილი წესის შესაბამისად.
** უზრუნველყოს მონიტორინგის სისტემაში დარეგისტრირებულ დავალებაზე/მოთხოვნაზე შესაბამისი რეაგირება.
** უზრუნველყოს ტექნიკური ინვენტარის აღრიცხვა და განახლების საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაფიქსირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კანდიდატი უნდა ფლობდეს მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილებას;
** კანდიდატი უნდა ფლობდეს Windows და Linux სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას და ცოდნას;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით უმაღლესი განათლება;
პიროვნული თვისებები:
** ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სხვადასხვა დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, 2025 წლის 04 დეკემბრამდე, გამოაგზავნოთ ქართულენოვანი CV შემდეგ მისამართზე: hr@emis.ge. "Subject"-ის ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 1ა
ტელ: 2 200 220 (5046) | ვებ-გვერდი: http://www.emis.ge
|
|
|
|