Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684355&print=yes&view=jobs
 
საწყობის ლოჯისტიკისა და მომარაგების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ლოჯისტიკისა და მომარაგების სპეციალისტი
მომწოდებელი: ოლ–პი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
კომპანია "ოლ-პი ჯგუფი" დაარსდა 2007 წელს. კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამრეწველო იატაკები და ჰიდროსაიზოლაციო სისტემები. ამ სფეროში ერთიანდება ბეტონის საფარები მოხვეწილი ზედაპირით, პოლიმერული, რბილი და ელასტიური იატაკები, ასევე ბრტყელი გადახურვის სისტემები.

2010 წლიდან კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე და დამკვეთს სთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს.

პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ინოვაციური მიდგომა საქმისადმი წარმოადგენს "ოლ-პი ჯგუფი"-ს წარმატების საწინდარს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://all-p.ge/

"ოლ-პი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ლოჯისტიკისა და მომარაგების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაწყობე მეურნეობის მართვის პროცესების შესრულება და კონტროლი
** სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის მიღება, დათვლა, შემოწმება და პროგრამაში ზუსტი ასახვა
** მიღებული მარაგის უსაფრთხოდ და წესრიგში განთავსება
** მასალებისა და ინვენტარის გაცემისას რაოდენობრივი შესაბამისობის კონტროლი
** საწყობში ოპტიმალური მარაგის დადგენა და მარაგის დასაწყობების ინიცირება შესყიდვების დეპარტამენტთან
** დასაწყობებული მასალების ნაშთების მონიტორინგი და დეფიციტის დროული კომუნიკაცია
** ობიექტებისთვის საჭირო მასალების მომზადება/გადაცემის უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის გაფორმება
** ტრანსპორტირებისა და მიწოდების პროცედურების მხარდაჭერა
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა, ზედმეტობებისა და დანაკლისების დაფიქსირება
** საწყობის უსაფრთხოების, წესებისა და შიდა პოლიტიკის დაცვა
** დაზიანებული მარაგების აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელის დროული ინფორმირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** აუცილებელია სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული.
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 24 დეკემბრამდე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ოლ-პი ჯგუფმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ოლ-პი ჯგუფმა" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია