ს.ს. "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით და პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დსთ"-ის ქვეყნისვე. მუშაობს B2B მიმართულებით და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს. "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აერთიანებს ორასამდე თანამშრომელს და პოზიციონირებს, როგორც ქალაქ თბილისში, ასევე ბათუმში.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 საათამდე (შაბათი, კვირა დასვენება);
** ანაზღაურება: 1500-2000 NET გამოცდილების შესაბამისად;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 14 (სტამბა).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი პარტნიორი სასტუმროების მოძიება, კონტრაქტების გაზრდა, მათთან შეხვედრების ჩანიშვნა და მიღებული შედეგების დარეპორტება,
** პარტნიორი სასტუმროების ფასების კონტროლი და მუდმივი განახლება კომპანიის ონლაინ-ჯავშნის ელექტრონულ სისტემაში;
** ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი (კონკურენტული ტარიფებისთვის)
** არსებულ პარტნიორებთან მჭიდრო, საქმიანი და შედეგებზე ორიენტირებული ურთიერთობების დამყარება,
** მჭიდრო კავშირი გაყიდვების გუნდთან,
საჭირო პროფესიული/პიროვნული უნარები:
** ფასებისა და ტარიფების მართვა,
** ძლიერი მოლაპარაკების, კომუნიკაციის უნარი,
** მონაცემების ანალიზი და კონტროლი,
** ბაზრის კვლევის და პარტნიორების მოძიების უნარი,
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@GDM.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
|