Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684350&print=yes&view=jobs
 
ინჟინერი საპროექტო განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი საპროექტო განყოფილებაში
მომწოდებელი: გარანტი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
შპს "გარანტი ჯგუფი" (http://garantigroup.ge/) ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას როგორიცაა: მეტალო პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქცია, ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ფასადის სისტემები, ლითონის ნაკეთობები და სხვა. "გარანტი ჯგუფი" მუდმივად აანალიზებს მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიულ სიახლეებს და მუშაობს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაზე.

კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე საპროექტო განყოფილებაში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თემქა, ისაკიანის ქუჩა N1
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი, (ხელზე ასაღები) გამოსაცდელი ვადის შემდგომ განიხილება ხელფასის ცვლილება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საინჟინრო პროექტებიდან კონსტრუქციული ნახაზების დახაზვა პროგრამაში LOGICAL (ORGADATA);
** პროექტის შემადგენელი ნაწილების იდენტიფიცირება;
** პროექტის კალკულაცია, ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** საწარმოო და სამონტაჟო სამუშაოებისთვის ნახაზების მომზადება;
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის გან ფასების მომზადება;
** პროექტისთვის აუცილებელი მასალების ჩამონათვალის მომზადება;
** კონსტრუქციული ნახაზის პროგრამული დამუშავება;
** მიღებული დავალებების მართვა CRM სისტემაში;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, არქიტექტურის ან/და ინჟინერიის მიმართულებით;
** სასურველია შესაბამისი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამის Excel-ის კარგი ცოდნა;
** აუცილებელია პროგრამების ArchiCAD და AutoCAD ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა LOGICAL-ის (ORGADATA) ცოდნა (პროგრამების შესწავლა მოხდება ადგილზე).

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური აზროვნება;
** ორგანიზებული, დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@garantigroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ინჟინერი".

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია