Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684345&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" - CTH აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia. GDM კი შემომყვანი ტურიზმითაა დაკავებული, პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დე სე თე"-ს ქვეყნებში და მუშაობს ბ2ბ მიმართულებით.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 საათამდე. შაბათი-კვირა დასვენება;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას N14 (სტამბა)
ანაზღაურება: 1500 NET

თუ ფიქრობ, რომ მარტივად ამყარებ თბილ მეგობრულ ურთიერთობებს, გამოირჩევი თავაზიანი, კეთილგანწყობილი და ეტიკეტზე დაფუძნებული კომუნიკაციით რაც ჩვენთვის ქმნის ოფისში სასიამოვნო გარემოს მაშინ - გეძებთ შენ!

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისში მოსული სტუმრების მიღება, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის თანამშრომელთან ან განყოფილებასთან გადამისამართება;
** შეხვედრების დაგეგმვა- საკონფერენციო ოთახების დაჯავშნა/მომზადება და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფა;
** საოფისე მასალებისა და ინვენტარის რეგულარული მონიტორინგი;საჭირო შესყიდვების დროული დაგეგმვა/განხორციელება და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** კომპანიის ელფოსტის მართვა, შემოსული წერილების მონიტორინგი, დაფიქსირება და შესაბამის თანამშრომლებთან დროული გადამისამართება;
** კორესპონდენციის (წერილების, ამანათებისა) გადაგზავნის უზრუნველყოფა,
** საოფისე ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი, დაზიანებული ნივთების აღდგენის ან ჩანაცვლების ორგანიზება;
** თანამშრომელთა დასწრების რეპორტის მომზადება (ყოველდღიურად)
** ოფისის სისუფთავის მონიტორინგი საჭიროების შემთხვევაში დიასახლისებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო და საჭირო უნარები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მუშაობის;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Google Workspace);
** დეტალებზე ორიენტაცია; ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გაგვიზიაროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@CTH.GE. აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია