Робота для біженців з України
მენეჯერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ექაუნთინგ არეა
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
კომპანია შპს "ACCOUNTING AREA" 2015 წლიდან წარმოადგენს, ბუღალტრული და ფინანსური სერვისების მომსახურების აუთსორს კომპანიას. ჩვენი გუნდი მხარდაჭერას უწევს ბიზნეს სექტორს საგადასახადო, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის და ბიზნესის სწორი მართვის კუთხით. კომპანიის ასაკის მიუხედავად მალევე დავიმკვიდრეთ ადგილი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და დღეისათვის რამდენიმე ათეულ კომპანიას ვუწევთ ზემოთ აღნიშნულ მომსახურებებს.

"ACCOUNTING AREA" აცხადებს ვაკანსიას ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციისთვის მენეჯერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აგლაძის ქუჩა N32
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-17:00 (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება: 1875 ლარი (დარიცხული)

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება;
** საბუღალტრო პროგრამაში პირველადი დოკუმენტების შეყვანა/დამუშავება (შესყიდვა/რეალიზაცია);
** ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია SuperFin პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩევა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

** I ეტაპი: რეზიუმეების გადარჩევა;
** II ეტაპი: გასაუბრება კომპანიის მმართველ პარტნიორებთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@accountingarea.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე