Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684332&print=yes&view=jobs
 
ავტომობილის შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილის შემფასებელი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის შემფასებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოდგენილი ავტომობილის ვიზუალური და ტექნიკური შეფასება;
** ავტომობილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;
** ფასის შედარება მიმდინარე ბაზართან (მაგ. Auto.ge, Mymarket.ge და სხვა
პლატფორმები);
** დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა .

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილებით (ჩაითვლება უპირატესად);
** ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნით;
** ავტო ბაზრის სპეციფიკის ცოდნით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნით;
** დეტალებისადმი ორიენტირებულს;
** მოწესრიგებულს და პასუხისმგებლობიანს;
** დახვეწილი კომუნიკაციის უნარებით;

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ.#5

სამუშაო საათები:

** ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** შაბათი, მონაცვლეობით, 10:00-15:00 (საშუალოდ, თვეში 2 შაბათი)

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებს და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge. ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - ავტომობილის შემფასებელი.

სასურველია, მეილში მიუთითოთ თქვენი სახელფასო მოლოდინი აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია