|
დასახელება:
HR-ის დეპარტამენტში - სელფის პროგრამის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ეიჩარ ფოინთი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
შპს "ეიჩარ ფოინთი" აცხადებს ვაკანსიას HR-ის დეპარტამენტში - სელფის პროგრამის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მთავარი პასუხისმგებლობები:
** კადრების მონაცემების შეყვანა და განახლება Selfis პროგრამაში
** დოკუმენტაციის ფიზიკური და ელექტრონული არქივირება
** არქივის პროგრამის მართვა და მონაცემების სტრუქტურულად შენახვა
** მოთხოვნებზე პასუხი და საჭირო დოკუმენტაციის მოძიება
** დოკუმენტბრუნვის პროცედურების დაცვა
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ადმინისტრირება, HR, არქივის მართვა)
** სამუშაო გამოცდილება HR ან არქივის მიმართულებით - სასურველია
** Selfis პროგრამის ცოდნა - უპირატესობა
** არქივის პროგრამებთან მუშაობის უნარი
** კომპიუტერული უნარები (MS Office, PDF, ფაილების სტრუქტურირება)
** დეტალებისადმი ყურადღება და ორგანიზებულობა
რას გთავაზობთ ჩვენ:
** განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
** მეგობრული და მხარდაჭერითი სამუშაო გარემო
გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@metro360.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|