Робота для біженців з України
საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" გუნდში!

"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

ვაკანსია: საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ანალიზის მომზადება;
** კლიენტის ბიზნესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და გამოვლენილი რისკების შემცირებისთვის შესაბამისი ზომების დასახვა;
** საკრედიტო ფაილისა და სხვა სასესხო დოკუმენტების მომზადება და საკრედიტო კომიტეტისთვის წარდგენა;
** საკრედიტო კომიტეტზე საკუთარი პოზიციის წარდგენა შესაბამისი ღირებული არგუმენტაციით და სესხის/ლიმიტის დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტის ბიზნეს ადგილის მონახულება და ყველა შესაძლო რისკის შეფასება;
** ფინანსური მონიტორინგების მომზადება და შესაბამის კომიტეტში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში საკრედიტო ანგარიშგების მომზადება;
** ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (>B2);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე ან აუტიდის ან ფინანსების მიმართულებით მუშაობის, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

ჩვენი იდეალური კანდიდატი:

** მოტივირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კარგი კომუნიკაციის უნარები;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 24/12/2025

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე