Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684274&print=yes&view=jobs
 
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ინდეკო
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
სამშენებლო კომპანია შპს ინდეკო სი ემ-ი აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

შპს ინდეკო სი ემ-ი 2021 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 23ა.
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საპროექტო ნახაზებიდან სამშენებლო მოცულობების დათვლა;
** საინჟინრო ნახაზების საფუძველზე სამშენებლო მასალების სპეციფიკაციების განსაზღვრა;
** მშენებლობის ეტაპების დეტალური ანალიზი;
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სამშენებლო ნორმების მიხედვით;
** კალენდარული გეგმა-გრაფიკების შედგენა;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების და მასალების საბაზრო ფასის დადგენა;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა და ანალიზი;
** პროექტის მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** შესრულებული სამუშაოების მიხედვით ფორმა #2 შედგენა;
** სამშენებლო მასალების ჩამოწერის აქტების შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის B1 დონზე ცოდნა;
** AUTO CAD / ARCHI CAD პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** MS Offce პროგრამების ცოდნა, Excel-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

კანდიდატები შეირჩევიან სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: career@indeco.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია